3 resultados para 215
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
განხილულია ქ. თბილისში 1980-2003, 1980-1991 და 1992-2003 წლებში მოკ-ის საშუალოსაათობრივი მნიშვნელობების განმეორადობის ცვალებადობის საკითხი წელიწადისთვის, ცივ და თბილ ნახევარწლისთვის. განხილულია აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობაზე და აგრეთვე მცენარეებზე ნეგატიურად მოქმედ მოკ-ის განმეორადობის დინამიკა მოკ-ის ისეთ მნიშვნელობებისთვის, რომელიც მოქმედ ზღვრულ დასაშვებზე მაღალია.
Resumo:
წარმოდგენილია თბილისში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე მზის რადიაციის ინტენსივობის, საერთო ღრუბლიანობის, ხილვადობის და ჰაერის ტემპერატურის კომპლექსური მონიტორინგის ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
Resumo:
შრომაში განხილულია ოზონის საერთო რაოდენობის (ოსრ) სეზონური ვარიაციების ხასიათის დაზუსტება მზე-დედამიწის კავშირების პრობლემის ასპექტში. ამისათვის ოსრ-ის წლიური ვარიაციები დაყოფილ იქნა ორ ნაწილად: 1. „ნორმალური“, რომელიც გამოსახულია სონუსიოდალური ტალღის სახით. 2. „ანომალური“ , როცა ოსრ-ის წლიური ვარიაცია არსებითად განსხვავებულია „ნორმალური“ ფიზიკური რეჟიმისაგან.