3 resultados para 208-1265B
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
განხილულია ქ. თბილისში 1980-2003, 1980-1991 და 1992-2003 წლებში მოკ-ის საშუალოსაათობრივი მნიშვნელობების განმეორადობის ცვალებადობის საკითხი წელიწადისთვის, ცივ და თბილ ნახევარწლისთვის. განხილულია აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობაზე და აგრეთვე მცენარეებზე ნეგატიურად მოქმედ მოკ-ის განმეორადობის დინამიკა მოკ-ის ისეთ მნიშვნელობებისთვის, რომელიც მოქმედ ზღვრულ დასაშვებზე მაღალია.
Resumo:
განხილულია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების განახლებასთან. მოყვანილია სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზების ზოგადი სქემა. საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ამ სამუშაოების დაწყება კახეთში. წარმოდგენილია ამ რეგიონში რადიოლოკაციური სადგურის და სეტყვის ღრუბლებზე ზემოქმედების სარაკეტო პუნქტების განლაგების სავარაუდო სქემა.