4 resultados para 196-1173
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
წარმოდგენილია თბილისში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდისათვის მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ), მზის ჯამური რადიაციის ინტენსივობის და ჰაერში სუბმიკრონული აეროზოლების შემცველობის კომპლექსური მონიტორინგის ზოგიერთი წინასწარი შედეგი.
Resumo:
მოყვანილია ატმოსფეროში არსებული სითბური გაზების შთანთქმის სპექტრების ექსპერიმენტული მონაცემები, მზის რადიაციის ატმოსფეროს ვერტიკალურ სვეტში გავლისას. დადგენილია მზის ინფრაწითელი გამოსხივების სიხშირეთა (Δγ) ინტერვალები, რომლებიც შეესაბამება შესასწავლი გზების შთანთქმის სპექტრებს.
Resumo:
სოფელ რუისპირში (თელავის რაიონი) ჩატარებული მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის (მოკ) გაზომვების დიდი სტატისტიკური მასალის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა მოკ-ის ცვალებადობის ხასიათი კახეთში მიმდინარე ელჭექიან და სეტყვა-ელჭექიან დღეებში.