8 resultados para 157-950
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
I-II+1r _ 276v 2 წიგნი; I წიგნი I-II+1r _140r Inc. შითა შითა მმხილებდი და ნუცა რისხვითა შითა მსწავლი მე. მიწყალე მე ო რ უძლურ ვარ Des. მართლ უკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ რნი ზრახვიდეს ჩმ თს ძ; II წიგნი 140v _ 276v Inc. მიიქცენ მუნ თქუეს ვე Des. გლბა დთისი მეძვისათს. მაცხოვნე მე ღო რ მოკლდა წჲ რ შემცირდეს ჭშმტბნი მთნი ძეთა კცთაგნ ამაოსა იტ[ყო]და კცი მო[...]უსისა [...]თს ბაგი[...]; სტრიქონების რაოდენობა 15, პაგინაცია ასოებრივ-რვეულებრივი; ნაკლული, დასაწყისის და დასასრულის გარეშე, დაშლილი, 38-ე და 39-ე ფურცლებს შორის ჩართულია სხვა ფურცელი. აშიებზე დიდი რაოდენობით ჩაწებებული ფურცლები ქართული ხელნაწერებიდან ასომთავრული და ნუსხური ნაწერით, რამდენიმე არაბული წარწერით. იკითხება რამდენიმე მხედრული წარწერაც; ფსალმუნები დასათაურებულია, ხშირად დანომრილი.
Resumo:
I-II + 1r - 213v 2 წიგნი; I წიგნი I-II + 1r – 108r Inc. …]არა წმიდად ხ შეგინებულსა გულსა ყი სძაგნ და ისწრაფინ რთამცა შეურაცხ ყო მოყუასი Des. ამას იტყოდა გულის კლებით მარხვითა და ფა სიმდაბლითა გულის; II წიგნი 108v – 213v Inc. ხმაყო თავი თუისით რაჲ მე არს სიტყუად იგი Des. და მეორესა დღესა რისხვაჲ მოიწია და ყლი სამწყსოჲ მისი ცხენები; სტრიქონების რაოდენობა 15-18 ; ნაკლული, აკლია დასაწყისი და დასასრული, ულამაზოდ ნაწერი, ძნელად იკითხება, 1r, 1v-2r... 13r-მდე აშიებზე ზედა რეგისტრში მხედრული მინაწერები.
Resumo:
ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი გეომაგნიტირი ღერძის პროექციის დრეიფი – დედამიწის ზედაპირზე, დედამიწის მერიდიანულ და ეკვატორულ სიბრტყეებში, დრეიფი – საუკუნითი ვარიაციის ფოკუსების, დედამიწის მთავარი მაგნიტური ველის არადიპოლური ნაწილის და გეომაგნიტური ველის (არქეომაგნიტური მონაცემებით) ასახავენ ერთი და იგივე მოვლენას – ჩვენი პლანეტის შიგნით გარე ბირთვსა და მანტიის საზღვარზე არსებული დედამიწის მაგნიტური ველის წყაროს (ან წყაროების) განუწყვეტლივ გადაადგილებას. რამდენიმე მეთოდით დედამიწის ველის წყაროს დრეიფის კომპლექსური შესწავლა ერთმანეთს ავსებს და საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად გავიაზროთ მოვლენის ფიზიკური არსი.
Resumo:
განხილულია მთელ შავ ზღვასა და ზღვის აუზის საქართველოს სექტორში მიმდინარე დინამიკური პროცესების მოდელირების ზოგიერთი შედეგები შავი ზღვის ზოგადი (4,9 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) და რეგიონალური (1 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) ცირკულაციის ბაროკლინური პროგნოსტიკული მოდელების საფუძველზე, რომლებიც განვითარებულია მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში.
Resumo:
ჩატარებულია ჰაერის ექვივალენტურ - ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) ვარიაციების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი თბილისში 1957 დან 2006 წლამდე პერიოდისათვის.
Resumo:
ჩატარებულია გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტების ერთობლივი მრავალწლიანი სამუშაოების ანალიზი საქართველოში ატმოსფერული გამოკვლევების დარგში. გათვალისწინებულია მომავალში აღნიშნული ერთობლივი გამოკვლევების გაგრძელება, აგრეთვე ძალების გაერთიანება ახალი სამეცნიერო და გამოყენებითი ამოცანების გადასაჭრელად.
Resumo:
გეოფიზიკის ინსტიტუტში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში წარმოდგენილია გეოფიზიკის ინსტიტუტში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ფიზიკის დარგში ნამუშევრების მოკლე მიმოხილვა. აღნიშნულია ინსტიტუტის მიღწევები საქართველოში კლიმატის ცვლილების, ატმოსფეროს აეროზოლური და გაზური დაჭუჭყიანების, სეტყვის ღრუბლების რადიოლოკაციურო მახასიათებლების და ა.შ. კვლევებში. შემოთავაზებულია უახლოესი 10 წლისათვის ხსენებული სამუშაოების განვითარების სტრატეგია, რომელიც შეიცავს ფუნდამენტურ, გამოყენებით და ტექნოლოგიურ მიმართულებებს, აგრეთვე სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. გათვალისწინებულია ბუნებრივი და ანტროპოგენური წარმოშობის საშიში მეტეო-გეოფიზიკური პროცესების ნეგატიური ზემოქმედებისაგან ეკოსისტემების მოწყვლადობის შესწავლა, ამ ზემოქმედების ეფექტების შერბილების მეთოდების დამუშავება და სრულყოფა, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების ცოდნის გაღრმავება და ამ ცვლილებების პროგნოზირება, სასარგებლო ბიოკლიმატური რესურსების გამოვლენა და სხვა საკითხები.