3 resultados para 145-883B

em Georgian Library Association, Georgia


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

განხილულია მთელ შავ ზღვასა და ზღვის აუზის საქართველოს სექტორში მიმდინარე დინამიკური პროცესების მოდელირების ზოგიერთი შედეგები შავი ზღვის ზოგადი (4,9 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) და რეგიონალური (1 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) ცირკულაციის ბაროკლინური პროგნოსტიკული მოდელების საფუძველზე, რომლებიც განვითარებულია მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერული ნალექების ქიმიური ანალიზის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ამ ნალექებში მთავარი იონების და მათი ჯამური კონცენტრაციები იცვლება იმ უნალექო 12 საათიანი დროის ინტერვალის რიცხვის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებდა გაანალიზებული სინჯის აღებას. დამოკიდებულება ზრდადია და კარგად აღიწერება მესამე რიგის პოლინომით. ყველა იონისათვის გამოთვლილია ემპირიულ დამოკიდებულებაში შემავალი მუდმივი კოეფიციენტი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

მოყვანილია მონაცემები საქართველოს ზოგიერთ კურორტზე ჰაერში მსუბუქი იონების შემცველობის შესახებ.