5 resultados para 118-732C
em Georgian Library Association, Georgia
Resumo:
ჩატარებული ლითოლოგიურ სტრატოგრაფიული და პალეოგრაფიული სამუშაოების საფუძველზე დადგენილ იქნა აღმოსავლეთ წინაკავკასიის პერმ-ტრიასული ნალექების ნავთობგაზშემცველობისშეფასების ლითოლოგო-პალეოგეოგრაფიული კრიტერიუმები. გაირკვა, რომ პერმ-ტრიასული ნალექების პერსპექტიულობა დაკავშირებულია ტალოვსკის შვერილის ნეფტეკუმსკის წყების მასიური კრისტალური დოლომიტების წყებასთან და კიზლარის წყების დამსხვრეულ და ოოლიტურ კირქვებთან.
Resumo:
წიგნი წარმოადგენს სალექციო კურსს, რომელშიც განმარტებულია სამოქალაქო საზოგადოების ცნება ინსტიტუციონალური მიდგომის პოზიციიდან და განხილულია ცნების ევოლუცია ისტორიაში. ავტორი ასევე, განიხილავს საზოგადოებრივი კაპიტალის ცნების პანტემისეულ დეფინიციასა და ტოკვილის ნაშრომს ”დემოკრატია ამერიკაში”. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია ისეთი თემები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ თანამედროვე თეორიები, დემოკრატიის სამი პოლიტიკური ტრადიცია, პოლიტიკურის დისკურსული განმარტება და სამოქალაქო საზოგადოება, ჰაბერმასის საჯარო სივრცის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, მასმედიის სისტემები და საქართველოს მასმედია, გლობალური სამოქალაქო საზოგადოება.
Resumo:
სტატიაში განხილულია საქართველოში აბიტურიენტთა გეოგრაფიული წარმოშობის, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველ არჩევნად დასახელებისა და კონკრეტულ უნივერსიტეტებში მოხვედრის ურთიერთდამოკიდებულება. წინამდებარე კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მონაცემებს დაახლოებით 118 000 აბიტურიენტზე, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ 2006-2009 წლებში. კვლევაში ასევე გამოყენებულია განათლების სისტემაში მომუშავე მაღალჩინოსნებთან და სოფლის მაცხოვრებლებთან ინტერვიუების საშუალებით შეგროვებული მასალა.
Resumo:
გამოცემული ვრცელი წინასიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ.