50 resultados para Atlanta, Georgia.


Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

სტატისტიკურად უზრუნველყოფილ ექსპერიმენტულ მასალაზე დაყრდნობით განსაზღვრულია საქართველოს კახეთის რეგიონის თბილი სეზონის ატმოსფერული ნალექების ინტენსივობასა და რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას შორის დამოკიდებულების წრფივი რეგრესიის განტოლების მუდმივი კოეფიციენტები, აგრეთვე გამოთვლილია აპროქსიმაციის საიმედობის მაჩვენებლის მნიშვნელობა

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გაანალიზებულია თბილი სეზონის სუპერუჯრედიან კონვექციურ ღრუბლებზე რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემები და ამ ღრუბლებიდან მოსული ატმოსფერული ნალექების შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის მონიტორინგის შედეგები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

დახასიათებულია ოქრო-ეპითრერმალური მადანწარმოშობის თავისებურებები მსოფლიოს რიგი ეტალონური ეპითერმალური საბადოების მიმართებაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე. მოცემულია მათი შეპირისპირება საქართველოს მადანმატარებელი სისტემების ეპითერმალური დონეებისამი. მოტანილია მადანწარმოშობის პროცესების ინტერპრეტაციები და ეპითერმალური სტილის ახალი საბადოების პროგნოზირების წინამძღვრები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

დახასიათებულია საქართველოს მადანმატარებელი სისტემების (ოქრო, ფერადი და იშვიათი მეტალები) ინფრასტრუქტურა. სათანადო მადნეულ-გენეტურ რჯგებში ნავარაუდებია დღემდე მიუკვლეველი მადნიანი უჯრედების არსებობა. შემოთავაზებულია მათი გამოვლენის პროგნოზული წინამძღვრები.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ნაშრომში გაანალიზებულია ელჭექის ღრუბლების რადიოლოკაციურ ამრეკვლადობაზე (Z) დაკვირვირვების მონაცემები და მათგან მოსული ნალექების ინტენსივობის (I) შორის დამოკიდებულება.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

გაანალიზებულია საქართველოს კახეთის რეგიონის ერთუჯრედიანი კონვექციური ღრუბლების მაქსიმალური რადიოლოკაციური ამრეკვლადობის (Z) და ამ ღრუბლებიდან მოსული ნალექების საშუალო ინტენსივობის (I) შესახებ მონაცეები. სტატისტიკური ამონაკრების მოცულობამ შეადგინა 460 შემთხვევა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩვენი რეგიონისთვის დადგენილია თანაფარდობა რადიოლოკაციურ ამრეკვლადობას (Z) და სუსტი და ძლიერი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობას (I) შორის. გამოთვლილია შესაბამისი მუდმივი კოეფიციენტების მნიშვნელობები. რადიოლოკატორით ნალექების ინტენსივობის გაზომვის სიზუსტის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მთელი დიაპაზონისთვის ვისარგებლოთ ჩვენს მიერ დადგენილი ერთი Z-I თანაფარდობით. შედგენილია Z-I თანაფარდობისათვის არაწრფივი აპროქსიმაციის მრუდი, რომლის გამოყენება აამაღლებს რადიოლოკაციური ამრეკვლადობის მიხედვით ნალექების ინტენსივობის განსაზღვრის სიზუსტეს.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

შესაძლებელია, რომ ოცწლიანი ექსპერიმენტირების შემდეგ, საქართველოში თავისუფალი არჩევნების გზით, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყანა „კონსოლიდირებული დემოკრატიის" ლეგენდარულ ეპოქასთან მიეახლოვებინა? კოალიცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს (ქო) გამარჯვება პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ერთმა მთავრობამ ნებაყოფლობით დაუთმო ძალაუფლება მეორეს. საქართველოს არ მიუღწევია სამუელ ჰანტინგტონისეული „ორი ცვლილების ტესტისთვის" (ჰანტინგტონს მიაჩნია, რომ ძალაუფლების ცვლილება ორჯერ უნდა მოხდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტია იცავს დემოკრატიულ წესებს); ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოეპყრობა ახალი მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ოპოზიციას და როგორ გაუმკლავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორეხარისხოვან როლს ათწლიანი იოლი დომინირების შემდეგ. დასავლელმა ექსპერტებმა, ევროპარლამენტის წევრებმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა დაგმეს რა ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლის შემდეგ მალევე დაწყებული ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნების დაჭერებისა და სასამართლოების სერიები, ეჭვი გამოთქვეს ცვლილებებთან დაკავშირებით. ისინი გმობენ „დემოკრატიულ უკუსვლას" და ინტერესდებიან, განწირულია თუ არა საქართველო ერთპარტიული დომინანტობის კიდევ ერთი გამოცდილებისთვის. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არასწორად ინფორმირებული დასავლელი დამკვირვებლებია, რომელთაც ხშირად მცდარად წარედგინებათ საქართველო. თავდაპირველად, დასავლური აზრის შემქმნელებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, როგორც ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ყოფილ დისიდენტს. ისინი კიდევ დიდხანს უჭერდნენ მხარს ედუარდ შევარდნაძეს მას შემდეგ, რაც თავად ქართველი ამომრჩევლისთვის კარგად იყო ცნობილი სისტემატური საარჩევნო თაღლითობის შესახებ. ისინი მიესალმებოდნენ ახალგაზრდა და დინამიკური მოდერნიზატორის, მიხეილ სააკაშვილის „რეფორმებს" იმისდა მიუხედავად, რომ სახეზე იყო ადრეული ნიშნები იმისა, რომ დემოკრატია და კანონი ექვემდებარებოდა მის გადაწყვეტილებას, შეექმნა ძლიერი სახელმწიფო. შეფასებაში დაშვებულ ამ შეცდომებს თავისი შედეგები მოჰყვა: დასავლეთის მხარდაჭერამ გაახანგრძლივა სააკაშვილის პოსტზე ყოფნის პერიოდი და წაახალისა საქართველოს გადაკეთების ამბიცია, მიუხედავად სოციალური და პოლიტიკური საფასურისა. ამას დაემატა აბსურდული დემოკრატიული სტანდარტები, რომლებსაც დასავლური მთავრობები საქართველოს უყენებდნენ, თუმცა თავად ძლივს ახერხებდნენ მათ შენარჩუნებას. ასეთი სტანდარტები მექანიკურ კრიტერიუმებად იქცა, რაც შეუმჩნეველს ხდიდა დეტალებში ჩამალულ ეშმაკს. საკუთარ ეკონომიკურ და დემოკრატიულ დეფიციტებში ჩაფლული ევროკავშირი და შეერთებული შტატები მეტად თავშეკავებულნი უნდა იყვნენ იმ პოლიტიკისა და ინსტიტუციების ექსპორტირებისას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არ შეესატყვისება საქართველოს მოთხოვნილებებს ან ვერ აგვარებს მის პრობლემებს.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

ჩატარებულია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის ცვალებადობის შეფასება 1941-1990 წლების პერიოდის თბილი სეზონისათვის. მთლიანად საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის, ასევე მისი დასავლეთი და აღმოსავლეთ ნაწილში აღინიშნება სეტყვიანი დღეების რიცხვის უარყოფითი ტრენდები. უნდა აღინიშნოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთის შედარებით შეიმჩნევა სეტყვიანობის ზრდა.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

წარმოდგენილია საქართველოში სეტყვიანი დღეების რიცხვის სტატისტიკური მახასიათებლები 123 მეტეოლოგირი სადგურების 1941-1990 წლების თბილი პერიოდებისათვის. მიღებულია ემპირიული დამოკიდებულება სეტყვიანი დღეების რიცხვისა და ადგილის სიდიდეებს შორის. ჩატარებულია სეტყვიანობის სტატისტიკური მახასიათებლების თავისებურებანი საქართველოს 15 კლიმატური რაიონისათვის. შესწავლილია სეტყვიანობის განმეორადობები ზემოთ აღნიშნული რაიონებისათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერული ნალექების ქიმიური ანალიზის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ამ ნალექებში მთავარი იონების და მათი ჯამური კონცენტრაციები იცვლება იმ უნალექო 12 საათიანი დროის ინტერვალის რიცხვის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებდა გაანალიზებული სინჯის აღებას. დამოკიდებულება ზრდადია და კარგად აღიწერება მესამე რიგის პოლინომით. ყველა იონისათვის გამოთვლილია ემპირიულ დამოკიდებულებაში შემავალი მუდმივი კოეფიციენტი.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

1941-1990 წწ. საქართველოში წლის თბილ პერიოდში წარმოდგენილია სეტყვიანი დღეების რიცხვის ცვალებადობის გამოკვლევის ძირითადი შედეგები, რომლებიც ჩატარებულ-მიღებულია ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მიერ.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

განხილულია ჰავის განმსაზღვრელი ზოგიერთი პარამეტრის: თავისუფალ ატმოსფეროში ტემპერატურის და ტენშემცველობის ვერტიკალური განაწილების, ატმოსფეროში აეროზოლებისა და ოზონის შემცველობის, რადიაციის და ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი ცვალებადობა გლობალური ჰავის თანამედროვე დათბობის ფონზე. წიგნი გამიზნულია რეგიონალური ჰავის რეჟიმის და ამ რეჟიმის ცვლილებებით დაინტერესებულ პირთათვის.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

В брошуре вы ознакомитесь с основныме понятиями о радиации на природу и организм человека и, что самое главное, с основными принципами радиационной безопасности.

Relevância:

10.00% 10.00%

Publicador:

Resumo:

В книге представлены результаты многолетних исследований вариаций приземного, общего содержания и вертикального распределения озона в Грузии в сязи с атмосферными процессами