საჯარო სკოლაში შიდა კონტროლის მექანიზმები და მართვის სტილი საქართველოში


Autoria(s): მოსიაშვილი, თამარ; Mosiashvili, Tamar
Contribuinte(s)

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

Data(s)

21/06/2013

21/06/2013

2012

31/12/1969

Resumo

საქართველოში განხორციელებული განათლების სისტემის რეფორმის ვექტორის ხშირმა ცვლამ გაზარდა სკოლების ცენტრალიზაციის პროცესი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგად გაძლიერდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი სკოლის მართვის პროცესში. მინისტრის მიერ გამოცემულმა ბრძანებებმა , დირექტორის სტანდარტის, მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის სტანდარტის დამტკიცებამ , 2010 წლის აგვისტო- სექტემბერში საქართველოს საჯარო სკოლებმა განაახლეს სკოლის შინაგანაწესი. სკოლის შინაგანაწესებმა ასახა სისტემის მართვაში შესული ცვლილებები. რამაც საბოლოო ჯამში ნულოვანი ტოლერანტობის ტენდენციების გაძლიერებას შეუწყო ხელი. სკოლის დისციპლინური მართვის პროცედურები გაძლიერდა, სკოლის შინაგანაწესებმა განსაზღვრა ხისტი სადამსჯელო ზომები დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, თუმცა დისციპლინური გადაცდომების ზუსტი აღწერა შემუშავებულ შინაგანაწესებში არ ჩანს. ამ ნაშრომში შესწავლილია საქართველოს საჯარო სკოლის შინაგანაწესები, რომლითაც განისაზღვრება სკოლის მართვის სტილი და კონტროლის მექანიზმები. ნაშრომში ნაჩვენებია განათლების პოლიტიკის სიტემური, კერძოდ დისციპლინური მართვის სისტემის რეფორმირების საჭიროება.

Identificador

http://hdl.handle.net/123456789/376

Idioma(s)

Ka_Ge

Palavras-Chave #სტატია #საქართველოს განათლების სისტემა #საჯარო სკოლა #მართვის სტილი #კონტროლის მექანიზმები
Tipo

Article